Belive

მანჩესტერი-არსენალი (პრევიუ)

4 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედი"-"არსენალი" 30 ოქტომბერი 23:00 საათი, "ოლდ ტრაფორდი" მსაჯი: კევინ ფრენდი (ინგლისელი, 48 წლის)  

სატურნირო მდგომარეობა 

  პრემიერლიგის ორი გამორჩეულად ტიტულოვანი გუნდი 6 ტურის შემდეგ ევროზონიდან საკმაოდ შორს იმყოფება. "არსენალს" 11, ხოლო "მანჩესტერს" 8 ქულა აქვს და შესაბამისად მერვე და მეთერთმეტე ადგილზეა. წითელმა ეშმაკებმა 2 მატჩი მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და ამდენივეში დამარცხდნენ. ოლე გუნარ სოლსკიაერის შეგირდებმა ჯამში 8 გოლი გაიტანეს და ორით ნაკლები მიიღეს. რაც შეეხებათ "მეთოფეებს", მათ 3 შეხვედრა მოიგეს და "უოტფორსა" და "ტოტენჰემთან" ნათამაშები ფრის შედეგად 2 ქულაც მიიმატეს. უნაი ემერის გაწვრთნილმა ფეხბურთელებმა ამ სეზონში 11 ბურთი შეაგდეს და 10 საკუთარ კარში მიიღეს. ბოლო ტურში, "არსენალმა" პრემიერლიგაში დაბრუნებული "ასტონ ვილა" მიიღო და 3:2 მოუგო, ხოლო "მანჩესტერმა" კიდევ ერთ ლონდონურ კლუბ "ვესტ ჰემთან" სტუმრად - 0:2 წააგო. "მანჩესტერ იუნაიტედის" ბოლო 10 პრემიერლიგურ მატჩში მინიმუმ 3 გოლი გავიდა. "არსენალის" მიერ პრემიერლიგაში ჩატარებულ ბოლო ხუთ შეხვედრაში მინიმუმ 3 გოლი გავიდა. "არსენალმა" პრემიერლიგის ბოლო ოთხ შეხვედრაში სულ მცირე 2 გოლი გაუშვა, აქედან სამში კი მინიმუმ 2 შეაგდო.  

ურთიერთშეხვედრები

  ამ გუნდების ბოლო ხუთი დაპირისპირებიდან 3 "მანჩესტერმა" მოიგო. ამ დაპირისპირების მასპინძლებმა საშინაო არენაზე 2003 წლის შემდეგ ჩატარებული 22 მატჩიდან მხოლოდ 2 წააგო - "ოლდ ტრაფორდზე" "მანჩესტერი" ბოლოს 2015 წელს - 1:2 დამარცხდა (ასოციაციის თასზე), მას მერე გუნდები ერთმანეთს ხუთჯერ შეხვდნენ. პრემიერლიგის არსებობის ისტორიაში, "არსენალმა" ერთ-ერთი ყველაზე დიდი სხვაობით სწორედ ოლდ ტრაფორდზე, 2011 წელს წააგო - 2:8. გუნდები ერთმანეთს ბოლოს 2019 წელს, "ემირეიტსზე" დაუპირისპირდნენ, სადაც არსენალმა მეტოქეს 2 უპასუხო გოლი გაუტანა.
Image result for arsenal vs manchester united 2019 2:0

დანაკლისი

  მასპინძლებს გუნდის ორ წამყვან შემტევთან მარკუს რაშფორდსა და ენტონი მარსიალთან ერთად ტრავმის გამო დიეგო დალოტი, ერიკ ბაილი, ტიმოთი ფოსუ-მენსა და ანხელ გომეში დააკლდებათ. შესაძლოა ვერ ითამაშონ პოლ პოგბამ და ლუკ შოუმაც. მეტოქესთან შედარებით, არსენალის ლაზარეთი არც ისე დიდია. უნაი ემერი ალექსანდერ ლაკაზეტის და ემილი სმიტ-როუს ვერ გამოიყენებს.   სავარაუდო შემადგენლობა    "მანჩესტერი": დე ხეა - იანგი, მაგუაირი, ლინდელოფი, ვან-ბისაკა - მაკტომინეი, მატიჩი, პოგბა - ჯეიმსი, გრინვუდი, მატა. მთავარი მწვრთნელი - ოლე გუნარ სოლსკიაერი (ნორვეგიელი). "არსენალი": ლენო-ჩემბერსი, სოკრატისი, ლუისი, კოლაშინაცი - გენდუზი, ჯაკა, პეპე, სებასლიოსი, ნელსონი  - ობამეიანგი. მთავარი მწვრთნელი - უნაი ემერი (ესპანელი).  

მსაჯი

  პრემიერლიგის მეშვიდე ტურის ერთ-ერთ ცენტრალურ დაპირისპირებას 48 წლის ინგლისელი არბიტრი კევინ ფრენდი განსჯის. გამოცდილმა მსაჯმა ამ სეზონში პრემიერლიგის ოთხ, ყველა ტურნირზე კი 6 შეხვედრას უხელმძღვანელა და ყველა მათგანში ბარათი სულ მცირე 3-ჯერ გამოიყენა.   საინტერესო ფაქტები   2006/07 წლების სეზონის შემდეგ, "არსენალს" "მანჩესტერთან" მიჯრით მეორე გამარჯვების მოპოვების შანსი პირველად აქვს. ის ბოლო სამივე შეხვედრა, რომელიც "არსენალმა" "მანჩესტერს" სტუმრად მოუგო, კვირის განსხვავებულ დღეებში გაიმართა - ოთხშაბათს, შაბათს და კვირას. "არსენალის" ბოლო ოთხ პრემიერლიგურ მატჩში 11-მეტრიანი დარტყმა დაინიშნა. თუ იგივე "მანჩესტერთან" შეხვედრაშიც მოხდება, "არსენალი" ტურნირის ისტორიაში ამ მაჩვენებლით მეექვსე გუნდი გახდება. საინტერესოა ისიც, რომ "მანჩესტერმა" მიმდინარე გათამაშებაში ყველაზე მეტი - 4 პენალტი გაიტანა, ხოლო "არსენალმა" ყველაზე მეტი გაუშვა (3). "მანჩესტერმა" ბოლო 6 საშინაო შეხვედრიდან 3 წააგო, იმდენივე, რამდენიც წინა 52-ში. "არსენალმა" პრემიერლიგის ბოლო ოთხ შეხვედრაში მინიმუმ 2 გოლი გაუშვა, ზედიზედ ხუთჯერ ასეთი რამ მეთოფეებს 1985 წლის აგვისტოში დაემართათ. ჯესი ლინგარდს "არსენალის" კარში "მანჩესტერის" მაისურით 4 გოლი აქვს გატანილი, ამაზე მეტი ინგლისელს არცერთი სხვა გუნდისთვის არ გაუტანია. პიერ-ემერიკ ობამეიანგმა პრემიერლიგის ბოლო 13 მატჩში 13 გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები