Belive

მანჩესტერი ატლეტიკოს ვარსკვლავისათვის 80 მილიონ ევროს გადაიხდის

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედი" სატრანსფერო ხარჯებიდან 80 მილიონ ევროს მადრიდის "ატლეტიკოს" ფეხბურთელისათვის გამოჰყოფს - "წითელი ეშმაკების" ინტერესის ობიექტი საულ ნიგესი გახლავთ. The Sun იუწყება, რომ "წითელი ეშმაკები" საულ ნიგესის გადმოსაბირებლად და მადრიდულ კლუბთან მოლაპარაკების დასაწყებად მზადყოფნაში არიან. ცნობილია ასევე, რომ ინგლისურმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური შეხვედრის დროს, "ლივერპულისა" და "ატლეტიკოს" მატჩზე სკაუტი გააგზავნა - ცხადია, დაკვირვების ობიექტი ნიგესი გახლდათ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" თავად ფეხბურთელსაც მომხიბვლელ შეთავაზებას გაუკეთებს, ნიგესის ყოველკვირეული ანაზღაურება, ამჟამად 130,000 ევროს შეადგენს (115,000 ფუნტი) შეადგენს, წითლები კი მას ყოველკვირეულად 200,000 ფუნტ სტერლინგს შეთავაზებენ. 25 წლის ფეხბურთელი მადრიდელების ღირსებას პროფესიონალური კარიერის პირველი დღიდან იცავს, თუ არ ჩავთვლით 1 სეზონს, როცა "რაიო ვალეკანოში" იყო განათხოვრებული. "ატლეტიკოს" რიგებში ნიგესს 286 შეხვედრა აქვს ჩატარებული, სადაც 38 გოლსა და 18 საგოლე გადაცემას მოუყარა თავი.

სხვა სტატიები