Belive

მანჩესტერი - ბარსელონას პირველი ტაიმი: რა მოხდა საინტერესო?

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის გათამაშების მეოთხედფინალში ერთმანეთს "მანჩესტერ იუნაიტედი" და კატალონიის "ბარსელონა" უპირისპირდებიან. ბურთის ფლობის კოლოსალური უპირატესობის მიუხედავად (64%), კატალონიელები "წითელი ეშმაკების" კარისკენ დარტყმას ვერ ახერხებდნენ. თუმცა გამორჩეული გახდა მე-12 წუთი, როდესაც ლუკ შოუმ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.
  პირველ 20 წუთში ლუკ შოუს თამაშს სარგებლის მომტანს ნამდვიალდ ვერ ვუწოდებთ, რადგან საკუთარ კარში გოლის გატანის გარდა, მან ყვითელი ბარათიც მიიღო - შესაბამისად, ინგლისელი ფეხბურთელი განმეორებით მატჩს "კამპ ნოუზე" გამოტოვებს. ასევე, პირველი 25 წუთის განმავლობაში, "მანჩესტერის" მთავარი დამრტყმელი ძალა, რომელუ ლუკაკუ, ბურთს სულ ორჯერ შეეხო და აღსანიშნავია რომ ბელგიელი საჯარიმო მოედნიდან საკმაოდ შორს იმყოფებოდა.
მატჩის 28-ე წუთზე მაყურებელმა არცთუ სასიამოვნო მომენტი იხილა: კრის სმოლინგმა ლიონელ მესის წინააღმდეგ ძალიან იუხეშა, რის შედეგადაც არგენტინელს ცხვირიდან და წარბიდან სისხლი წასკდა.
  მატჩის მიწურულს, გოლის გატანა მანჩესტერის მხრიდან დიეგო დალოტს შეეძლო, თუმცა პორტუგალიელმა კარგი შანსის გამოყენება ვერ შეძლო.

სხვა სტატიები