Belive

მანჩესტერი ეშლი იანგს კონტრაქტს კვლავ გაუხანგრძლივებს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
Sky Sports-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედი" ეშლი იანგთან კონტრაქტის გახანგრძლივებას 1 წლით აპირებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ორ მხარე მოლაპარაკება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რადგან ინგლისელ ფეხბურთელს კონტრაქტი მიმდინარე წლის ზაფხულში ეწურება. ამჟამად ეშლი იანგი 33 წლისაა. იგი "მანჩესტერში" 2011 წლიდან თამაშობს. ჩატარებულ 227 შეხვედრაში 17 გოლის გატანა და 42 საგოლე პასის გაკეთება შეძლო. აღსანიშნავია, რომ ამ წლების განმავლობაში, უნივერსალმა იანგმა პოზიცია რამდენჯერმე შეიცვალა - იგი როგორც შეტევის, ასევე ნახევარდაცვისა და დაცვის ორივე ფლანგზე თამაშობდა.

სხვა სტატიები