Belive

მანჩესტერი გრიზმანს 7-ნომრიან მაისურს სთავაზობს

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ესპანური მედიის თანახმად, "მანჩესტერ იუნაიტედი" სენსაციური ტრანსფერისთვის ემზადება: "წითელ ეშმაკებს" შეტევის გაძლიერებისთვის ანტუან გრიზმანის დამატება სურთ. ფრანგი შემტევი "ბლაუგრანას" რიგებს ზაფხულში, €120 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. კატალონიელები მასზე საკმაოდ დიდ იმედებს ამყარებდნენ, თუმცა გრიზმანმა "ბარსელონას" რიგებში საკუთარი პოტენციალის რეალიზება ვერ შეძლო. ესპანური Mundo Deportivo-ს ცნობით, "წითელმა ეშმაკებმა" გრიზმანს გამორჩეული, გუნდის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი 7-ნომრიანი მაისურიც შეიძლება გადასცეს, რომელსაც ბოლოს "ინტერში" განათხოვრებული ალექსის სანჩესი ატარებდა.
griezmann-3-e1581847752193-1280x720
თავის მხრივ, იმედების გამართლება "მანჩესტერში" ვერც ალექსის სანჩესმა შეძლო. "არსენალის" რიგებში ბრწყინვალედ მოთამაშე სანჩესი, "წითელმა ეშმაკებმა" გადაიბირეს და "მეთოფეებს" სანაცვლოდ მხითარიანი შესთავაზეს. ჩილელს "მანჩესტერში" დაუჯერებლად მაღალი ხელფასი ჰქონდა: იგი კვირაში £391,000-ს გამოიმუშავებდა, რასაც თითოეულ ნათამაშებ მატჩში £75,000 ემატებოდა. ამის ფონზე, ალექსის სანჩესმა "მანჩესტერის" რიგებში 45 მატჩი ჩაატარა და სულ რაღაც 5 გოლის გატანა შეძლო.
გრიზმანი "მანჩესტერში" გადასვლასთან ახლოს 2017 წელსაც იყო, თუმცა იმ პერიოდში, "ატლეტიკოს" სატრანსფერო შეზღუდვა დაუწესდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ გრიზმანის გაყიდვის შემთხვევაში, გუნდი მის შემცვლელს ვერ დაიმატებდა. ამჟამად "ბარსელონაში" მოთამაშე გრიზმანის გაყიდვა სარფიანი იქნება კიკე სეტიენისთვის, რომელსაც "ბარსას" წინა ხაზის გაძლიერება ლაუტარო მარტინესით სურს. აქვე გეტყვით, რომ 29 წლის ანტუან გრიზმანის სატრანსფერო ღირეულება 120 მილიონს შეადგენს.  

სხვა სტატიები