Belive

მანჩესტერი ლუკაკუს შემცვლელად არგენტინელ თავდამსხმელებს მოიაზრებს!

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

"THE MIRROR"-ის ინფორმაციით ზაფხულის სატრანსფერო ბაზრის დროს, იმ შემთხვევაში თუ "მანჩესტერ იუნაიტედი" ლუკაკუს გაყიდის, იტალიის სერია ა-სა და არგენტინელ თავდამსხმელებიდან ერთ-ერთის შეძენას აპირებას. ბრიტანული პრესის ინფორმაციით, "იუნაიტედმა" უკვე დაიწყო მოლაპარაკებები პოტენციურ სამიზნეებთან მაურო იკარდისთან და პაოლო დიბალასთან. ბელგიელი თავდამსხმელი "მანკუნიანელებს" 75 მილიონი ევრო დაუჯდათ, თუმცა გულშემატკივრების აზრით ის გაცემულ ავანსებს ვერ ამართლებს. ორივე თავდამსხმელის მდგომარეობა საკუთარ გუნდებში ჯერჯერობით გაურკვეველია. იკარდის კაპიტნობა ჩამოართვეს და ჰანდანოვიჩს გადასცეს. აღნიშნულ საკითხზე იკარდიმ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და აღნიშნა რომ ამ საკითზე დუმილს ამჯობინებს.

View this post on Instagram

It's better to keep your mouth shut and appear stupid than open it and remove all doubt. 😉🤫 #MI9

A post shared by Mauro Icardi - MI9 (@mauroicardi) on

რაც შეეხება, პაოლო დიბალას პრესა რონალდუსთან დაპირისპირებაზე მიუთითებს და ასევე "იუვენტუსი" აპირებს მოჰამედ სალაჰის შეძენას აპირებს და "იუნატედს" ექნება შანსი, რომ არგენტინელი გადაიბიროს.

სხვა სტატიები