Belive

მანჩესტერი კულიბალიში €90 მილიონს იხდის

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიური მედიის თანახმად, "მანჩესტერ იუნაიტედმა" კალიდუ კულიბალის შეძენა გადაწყვიტა. Football Italia იტყობინება, რომ ინგლისელები კულიბალიში €90 მილიონს იხდიან, თუმცა "ნაპოლის" ხელმძღვანელობა სენეგალელი ფეხბურთელის გაყიდვაზე უარს ამბობს. 27 წლის ფეხბურთელი აფრიკის კონტინენტის საუკეთესო ფეხბურთელის წოდების ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია. ფიზიკურად ძალიან ძლიერი, სწრაფი და სტაბილური მცველი "ნაპოლის" ღირსებას 2014 წლიდან იცავს და გუნდის ძირითადის შეუცვლელი წევრია. ცნობილია, რომ კულიბალის შეძენის ინიციატორი თავად ჟოზე მოურინიოა, რომლის მთავარ მიზანს "მანჩესტერის" დაცვის ხაზის გაძლიერება წარმოადგენს. კულიბალის "ნაპოლისთან" კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს. სავარაუდოა, რომ სწორედ ამ მიზეზით, "ნაპოლის" ხელმძღვანელობა გუნდის ერთ-ერთ ლიდერს €90 მილიონად არ შეელევა. აღსანიშნავია, რომ კულიბალისადმი ინტერესს არამარტო "მანჩესტერი," არამედ "რეალი", "ბარსელონა", "სიტი" და "ბაიერნი" გამოხატავენ.    

სხვა სტატიები