Belive

მანჩესტერი პოგბას დასჯის!

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი პოლ პოგბა ჟოზე მოურინიოს გუნდიდან გაშვებას სოციალურ ქსელში "დამცინავი" გზავნილით გამოეხმაურა. ფეხბურთელმა პოსტი უმალვე გააქრო, თუმცა იმის გამო, რომ საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა ამ ყველაფრის ნახვა მოასწრო, ფრანგი აუცილებლად დაისჯება. 25 წლის ფეხბურთელს პორტუგალიელ მწვრთნელთან საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, სწორედ ეს გახლდათ მისი არაეთიკური მოქცევის მიზეზი. შეგახსენებთ, ჟოზე მოურინიო მანჩესტერული კლუბიდან 18 დეკემბერს გაათავისუფლეს, კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტა კლუბს 24 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაუჯდება. წითელი ეშმაკების მთავარი მწვრთნელის პოსტს, კლუბის ყოფილი წევრი, ნორვეგიელი ოლე გუნარ სოლსკეაერი დაიკავებს.

სხვა სტატიები