Belive

მანჩესტერი პოგბას ემშვიდობება? - იუნაიტედმა ფრანგის შემცვლელი იპოვა 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პოლ პოგბა უკვე დიდი ხანია "მადრიდის რეალის" სამიზნეა და არაა გამორიცხული გაისად "სამეფო კლუბის" მაისურიც მოირგოს. "მანჩესტერ იუნაიტედი", რომელსაც ნახევარმცველის შენარჩუნება გაუჭირდება, ფეხბურთელის შემცვლელს ეძებს. ESPN-ში წერენ, რომ "წითელი ეშმაკები" ისევ ფრანგი ფეხბურთელის დამატებას აპირებენ. ამჯერად, მათი სამიზნე ლილის 20 წლის ნახევარმცველი სუმარე ბუბაკარია. ფეხბურთელს, რომელიც "ლილში" 2017 წელს, "პსჟ-დან" გადავიდა, "მანკუნიანელების" გარდა, სხვა წამყვანი ევროპული კლუბებიც აკვირდებიან. ფეხბურთელს ლიგა 1-ის კლუბთან კონტრაქტი შემდეგ ზაფხულში უმთავრდება, თუმცა "ლილს" ხელშეკრულების 1 წლით გახანგრძლივების უფლება აქვს. თუ ფეხბურთელი საფრანგეთში დარჩენას გადაიფიქრებს, ის ინგლისურ გრანდში გადასვლას თავისუფალი აგენტის სტატუსით შეძლებს.

სხვა სტატიები