Belive

მანჩესტერი რანგნიკთან აღარ ითანამშრომლებს - ეშმაკები ახალ მწვრთნელს ეძებენ

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უდიდესი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედი" რალფ რანგნიკთან თანამშრომლობას არ გაახანგრძლივებს და მას, როგორც სრულფასოვან ახალ მთავარ მწვრთნელს არ განიხილავს. ოლე გუნარ სოლსკიაერის სრულფასოვანი შემცვლელის მოყვანას "წითელი ეშმაკების" ხელმძღვანელობა ნორვეგიელი სპეციალისტის მუშაობის პერიოდიდანვე ცდილობდა, რალფ რანგნიკი კი მხოლოდ დროებითი მწვრთნელის ფუნქციის შესასრულებლად დანიშნეს. ამ მომენტისთვის, "წითლების" სიაში, ამ პოზიციის დამკავაბელ პოტენციურ კანდიდატებს შორის "პსჟ-სა" და "აიაქსის" ხელმძღვანელები, შესაბამისად, მაურისიო პოჩეტინო და ერიკ ტენ ჰაგი განიხილებიან. ასევე, ევროპული მედიის ინფორმაციით, გუნდის რამდენიმე მოთამაშეს არგენტინელი მწვრთნელი საუკეთესო კანდიდატად მიაჩნია.
გარკვეული პერიოდის განმავლობაში, პოჩეტინო "იუნაიტედის" აღმასრულებელი საბჭოს ფავორიტი კანდიდატი გახლდათ და მასთან მოლაპარაკების სურვილი კვლავაც არსებობს. 2021/22 წლების სეზონის დასრულების შემდეგ, პოჩეტინოს პრემიერ ლიგაში დაბრუნებას ის ფაქტიც აძლიერებს, რომ "პსჟ-ში" მისი მდგომარეობა არც ისე სახარბიელოა და მის ნაცვლად ფრანგული გრანდი შესაძლოა ზინედინ ზიდანმა ჩაიბაროს. ინგლისის პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში "მანჩესტერ იუნაიტედს" 23 ტურში დაგროვებული 39 ქულით მეხუთე პოზიცია უკავია. რაც შეეხება საერთაშორისო ტურნირებს, გუნდი ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალშია გასული და 24 თებერვალს, მადრიდის "ატლეტიკოს" სტუმრად დაუპირისპირდებიან.

სხვა სტატიები