Belive

მანჩესტერი სპონსორსაც კარგავს 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
Daily Mail-ის ინფორმაციით, ავტო-მწარმოებელი კომპანია "შევროლე" "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტის გაწყვეტას აპირებს, "წითელ ეშმაკებს" კი ახალი სატიტულო სპონსორის მოძიება მოუწევთ. "შევროლე" წითლების პარტნიორი 2012 წელს გახდა, როცა ალექს ფერგიუსონი და ბიჭები ყველა ტიტულისთვის იბრძოდნენ. ხელშეკრულება 2021 წელს იწურება. "იუნაიტედი" ამერიკული კომპანიისგან ყოველწლიურად 64 მილიონ ევროს იღებს, რაც პრემიერლიგაში უმაღლესი შედეგია. მეორე ადგილზე ამ მხრივ თანაქალაქელი "მანჩესტერ სიტია" (45), ხოლო "არსენალი", "ჩელსი" და "ლივერპული" 40 მილიონს გამოიმუშავებენ. რაც შეეხებათ "მანჩესტერის" წინა სპონსორებს, Vodafone 2000-06 წლებში 8, AIG 2006-10 წლებში 14.1, ხოლო Aon 2010-14 წლებში 19.6 მილიონ ევროს იხდიდა.

სხვა სტატიები