Belive

"მანჩესტერი უფრო დიდია ვიდრე პოგბა, ომს მანჩესტერი მოიგებს" - პიტერ შმეიხელი

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერის" ლეგენდარული ფეხბურთელი პიტერ შმეიხელი ყოფილი კლუბის შესახებ მცირე კომენტარს აკეთებს, იგი პოგბასა და მოურინიოს შორის მომხდარ "ექსცესს" გამოეხმაურა, ასევე საკუთარი მოსაზრება გამოხატა ოლე გუნარ სოლსკიაერის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნასთან დაკავშირებით. "პირველ რიგში მინდა ჟოზე მოურინიოს მანჩესტერულ კარიერას შევეხო, ვფიქრობ მის მიერ არჩეული ტაქტიკა არასწორი იყო. ზოგადად მწვრთნელებს, ფეხბურთელებთან კონფლიქტი რომ მოუვიდეთ გასაკვირი ფაქტი არაა, თუმცა ეს ყველაფერი ყოველთვის შიდა სამზარეულოში კვდება - პორტუგალიელის შემთხვევაში ეს ასე არ გახლდათ. მან გუნდის მართვის არასწორი ტექნიკა აირჩია, რაც საბოლოოდ სავალალო შედეგით დასრულდა. რაც შეეხება პოლ პოგბას, იგი ბრწყინვალე ფეხბურთელია, ეს ყველაფერი ჩვენ კარგად ვნახეთ, როცა იგი ტურინელთა რიგებს იცავდა. ვფიქრობ მან ჯერ კიდევ ვერ იპოვა საკუთარი თავი "წითელ ეშმაკებში" და ამ ყველაფერში მას ოლე გუნარ სოლსკიაერი შესანიშნავად დაეხმარება. პოგბასა და მოურინიოს შორის მომხდარ ამბავზე კი ერთს ვიტყვი - "მანჩესტერი" უფრო დიდია ვიდრე პოგბა, ფეხბურთელსა და კლუბს შორის დავას ყოველთვის კლუბი იგებს, ამ შემთხვევაშიც ომს "მანჩესტერი" მოიგებს", - განაცხადა პიტერ შმეიხელმა.  

სხვა სტატიები