Belive

მანჩესტერის ბოსებმა სოლსკიაერს სატრანსფერო ლიმიტი დაუწესეს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბრიტანული ტაბლოიდების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იანვრის სატრანსფერო ფანჯარას "მანჩესტერ იუნაიტედი" მწირი ბიუჯეტით შეხვდება. წყაროს მტკიცებით, ოლე გუნარ სოლსკიაერს ტრანსფერის განსახორციელებლად მხოლოდ და მხოლოდ 50 მილიონი ფუნტი ექნება. "წითელი ეშმაკების" მესვეურები იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ორი პოზიციის გაძლიერებას გეგმავენ. ცენტრალური მცველი და მარჯვენა ნახევარმცველი - სწორედ ამ პოზიციებზე განიხილება ტრანსფერის განხორციელება. პოზიციების გასაძლიერებლად ტობი ალდერვეირელდისა და დუგლას კოშტას კანდიდატურები განიხილება. პრემიერლიგის გრანდის მესვეურებს კალიდუ კულიბალის გაფორმებაც სურთ - თუმცა "ნაპოლის" ბოსებმა მას კოლოსალური ფასი დაადეს.

სხვა სტატიები