Belive

მანჩესტერის გულშემატკივრებმა ლივერპულის ავტობუსს გასასვლელი ჩაუხერგეს და საბურავები დაუზიანეს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრები პროტესტის რადიკალურ ზომების მიღებას კვლავ აგრძელებენ: გლეიზერების მმართველობით უკმაყოფილო გულშემატკივრებმა, სტადიონზე შევარდნის შედეგად, "მანჩესტერი" - "ლივერპულის" დაპირისპირება ჩაშალეს. დღეს კი, გადატანილი მატჩის გამართვამდე რამდენიმე საათით ადრე, მათ "ლივერპულის" ავტობუსს გზა ჩაუხერგეს და საბურავები დააზიანეს. ბრიტანული მედიის ცნობით, საქმეში პოლიცია სასწრაფოდ ჩაერთო და სიტუაცია განიმუხტა, თუმცა მანამდე, The Athletic-ის ჟურნალისტმა, დენიელ ტეილორმა, Twitter-ის საშუალებით ვიდეო მასალის გამოქვეყნება მოასწრო.

გზიდან ავტომობილების გადაყვანის შემდეგ, ავტობუსს საბურავები სასწრაფოდ შეუცვალეს, რის შემდეგაც, იგი "ოლდ ტრაფორდისკენ" დაიძრა. ცნობილია, რომ  ინციდენტის დროს ავტობუსში იურგენ კლოპი და "ლივერპულის" ფეხბურთელები არ იმყოფებოდნენ. შეგახსენებთ, მატჩი თბილისის დროის 23:15-ზე გაიმართება.

სტატიის განახლება: "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრები "ოლდ ტრაფორდის" წინ დგანან და მღერიან: We're going on the pitch again (მოედანზე ისევ შევალთ).

სხვა სტატიები