Belive

მიუნხენის კატასტროფას გადარჩენილი მანჩესტერის ფეხბურთელი გარდაიცვალა 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ერთ-ერთი უკანასკნელი იმ ფეხბურთელთაგანი, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედის" ავიაკატასტროფის შემდეგ გადარჩა, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჰარი გრეგი მიუნხენის 1958 წლის კატასტროფისას ცოცხალი გადარჩა და ფეხბურთის თამაშიც გააგრძელა. ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებში 25 მატჩის ჩამტარებელი გოლკიპერი "წითელმა ეშმაკებმა" 1957 წელს 23 500 ევროდ შეიძინეს, რის მერეც ის თავის პოზიციაზე ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე გახდა, მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატზე კი საუკეთესო მეკარედ აღიარეს. გრეგის კარიერა ინგლისითა და უელსით შემოიფარგლა, მისი ბოლო პროფესიონალური კლუბი კი "სტოკ სიტი" იყო, რომელიც 1967 წელს დატოვა.
სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ჰარი გრეგმა სასტუმრო გახსნა, ხოლო 2015 წელს საქველმოქმედო ფონდი დააარსა, რომელიც ახალგაზრდა ხალხს ჯანსაღად ცხოვრებაში და სპორტით დაკავებაში ეხმარება. ვეტერანი მეკარე "ოლდ ტრაფორდს" ბოლოს 2018 წელს ესტუმრა, უკანასკნელი მოგზაურობა კი 2019 წლის დეკემბერში ჰქონდა, როცა ბრიტანეთის დედოფლისგან ღირსების ჯილდო მიიღო. სერ ალექს ფერგიუსონი გრეგს დიდ პატივს სცემდა და გმირს უწოდებდა: მიუნხენის კატასტროფის დროს, დაშავებულმა გრეგმა გადაარჩინა ბობი ჩარლტონი, დენის ვიოლეტი, წელიწად-ნახევრის ბავშვი და მისი ორსული დედა.  

სხვა სტატიები