Belive

მანჩესტერის ლაზარეთს კიდევ ერთი ლიდერი შეუერთდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
FA თასის ეგიდით ჩატარებულ მატჩში, "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ვულვზს" შორის, სოლსკიაერის გუნდს კიდევ ერთი ტრავმირებული მოთამაშე, ჰარი მაგუაირი შეემატა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მაგუაირს თეძოს კუნთი აქვს გაწყვეტილი. მომდევნო შეხვედრებში, "წითელ ეშმაკებს" ჰარი მაგუაირთან ერთად, ვერც პოლ პოგბა და სკოტ მაკტომინაი დაეხმარებიან. მანჩესტერელების დაცვაში კიდევ ერთი პრობლემაა - მარკოს როხომ გუნდის დატოვების სურვილი გამოთქვა. 6-თვიანი პაუზის შემდეგ "იუნაიტედს" ერიკ ბაილი უბრუნდება, თუმცა ჯერჯერობით, იგი თამაშისთვის მზად კვლავ არ არის. შემდეგ მატჩს "იუნაიტედი" 11 იანვარს, "ნორვიჩის" წინააღმდეგ გამართავს.      

სხვა სტატიები