Belive

მანჩესტერის ფანებმა კერინგტონის საწრვთნელი ბაზის შესასვლელები გადაკეტეს (ფოტო)

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრებმა "კერინგტონის" საწვრთნელი ბაზის შესასვლელები გადაკეტეს და გლეიზერების ოჯახს დაუპირისპირდნენ. პრემიერ ლიგის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გრანდის ფანები მიიჩნევენ, რომ ამჟამინდელმა მფლობელებმა (გლეიზერების ოჯახი) "მანჩესტერ იუნაიტედი" უნდა დატოვონ. ევროპის სუპერ ლიგის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟის შემდეგ, უამრავი გრანდის გულშემატკივარი ხელმძღვანელობას დაუპირისპირდა. ფანები გრანდების მფლობელების მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვავენ და აღნიშნავენ, რომ ადამიანები, რომლებიც ევროპის სუპერ ლიგის შექმნას უჭერენ მხარს, ფეხბურთის მტრები არიან. "წითელი ეშმაკების" ფანები დიდი ხანია გლეიზერების ოჯახს უპირისპირდებიან. ამერიკელებმა "მანჩესტერ იუნაიტედი" 2005 წელს შეიძინეს და მას შემდეგ არაერთხელ გახდნენ კრიტიკის ობიექტები. გლეიზერებმა მათი მთავარი მხარდამჭერი - ედ ვუდვორდი დაკარგეს, რომელმაც თანამდებობა საკუთარი ნებით დატოვა. გულშემატკივრების დიდმა ჯგუფმა "კერინგტონის" საწრვთნელი ცენტრის შესასვლელები გადაკეტეს და გლეიზერების საწინააღმდეგო ბანერები გადმოფინეს.

სხვა სტატიები