Belive

მანჩესტერის ფეხბურთელები და პერსონალი სოლსკიაერს მხარდაჭერას უცხადებენ

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ოლე გუნარ სოლსკიაერის დროებით დანიშვნის შემდეგ, "წითელი ეშმაკები" ბრწყინვალედ ასპარეზობენ. ნორვეგიელის მეთაურობით გამართული 6 შეხვედრიდან პრემიერლიგის გრანდმა 6 გამარჯვება იზეიმა. აღნიშნულიდან გამომდინარე "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელები და პერსონალი სოლსკიაერს მხარდაჭერას უცხადებენ და მისი კლუბში დარჩენა სურთ. "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელებს სურთ, რომ სოლსკიაერთან ხანგრძლივი კონტრაქტი გაფორმდეს და იგი კიდევ მრავალი წლის განმავლობაში დარჩეს მანჩესტერელთა მთავარი მწვრთნელის პოსტზე. წყაროს მტკიცებით, 45 წლის სოლსკიაერს კონტრაქტის გახანგრძლივებას მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ შესთავაზებენ.  

სხვა სტატიები