Belive

მანჩესტერის ფეხბურთელის ღირსეული საქციელი

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" პორტუგალიელმა მცველმა დიოგუ დალომ პირველი ხელფასით თავის ბავშვობის კლუბს, ფინტასის საფეხბურთო სკოლას, ავტობუსი უყიდა. დიოგო ფინტასიდან "პორტუს" აკადემიაში 9 წლის ასაკში გადავიდა თუმცა მაშინ სკოლას მის სანაცვლოდ არანაირი ანაზღაურება არ მიუღია. ფინტასის წარმომადგენელმა  ლუის ტრავასოსმა მედიას შემდეგი განუცხადა: "ჩვენ დიოგოს სკაიპით ვესაუბრებოდით, ის ამ  დროს კლუბის ვარჯიშზე იმყოფებოდა, უცებ მან გვითხრა რომ გარეთ გავსულიყავით, სადაც ავტობუსი დაგვხვდა. ეს ჩვენთვის დიდი შოკი და ბედნიერება იყო, როგორც აღმოჩნდა მან ეს ყველაფერი საიდუმლოდ მოამზადა. ამჟამად ფინანსურ პრობლემებს ვაწყდებით და ამიტომაც ნებისმიერი სახის დახმარება ჩვენთვის ერთგვარი შვებაა." დიოგო "წითელ ეშმაკებში"  "პორტუდან" ზაფხულში 19 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. მიმდინარე სეზონში მან მხოლოდ 4 პრემიერლიგური მატჩი დაიწყო ძირითად შემადგენლობაში, აღსანიშნავია რომ წინა სეზონში დალომ პორტუგალიურ კლუბშიც ამდენივე შეხვედრა დაიწყო ძირითად შემადგენლობაში.

სხვა სტატიები