Belive

მანჩესტერის ფენომენალური სტატისტიკა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის ყველაზე ტიტულოვან კლუბს, "მანჩესტერ იუნაიტედს" ინგლისის ჩემპიონატში ერთი საინტერესო და მათთვის საამაყო შემთხვევა უფიქსირდება. დღეს 30 ოქტომბერს, ზუსტად 81 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც კლუბმა პირველად შეიყვანა განაცხადში თავისივე აკადემიაში აღზრდილი ფეხბურთელი, მას შემდეგ წითელმა ეშმაკებმა 3937 მატჩი გამართეს და თითოეული მათგანის განაცხადში კლუბის მინიმუმ ერთი აღზრდილი მაინც იყო. შეგახსენებთ რომ, "იუნაიტედის" აკადემიაში გაიზარდნენ ისეთი ფეხბურთელები როგორებიც იყვნენ: ჯორჯ ბესტი, სერ ბობი ჩარლტონი, პოლ სქოულზი, რაიან გიგზი, დევიდ ბექჰემი და ა.შ. ამჟამად კი აკადემიის აღზრდილთაგან ყველაზე ხშირად მოედანზე მარკუშ რეშფორდი გამოდის.

სხვა სტატიები