Belive

მანჩესტერის ქომაგები: "დააბრუნეთ ბექჰემი გუნდში!"

4 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ

26 მაისს, "ოლდ ტრაფორდზე," დევიდ ბექჰემმა, პოლ სქოულზმა, ნიკი ბატმა, იაპ სტამმა და "მანჩესტერის" სხვა ლეგენდებმა, სერ ალექს ფერგიუსონის ხელმღვანელობით მატჩი ჩაატარეს და გულშემატკივარს საფეხბურთო სპექტაკლი ჩაუტარეს. ამ სპექტაკლის მთავარი კი, მხოლოდ 1 ადამიანი გახდა - დევიდ ბექჰემმა საფეხბურთო სამყაროს დაუმტკიცა, რომ მას ფილიგრანული სიზუსტის მაღალი პასების კეთება კვლავ შეუძლია. ასევე, არსად გამქრალა ბექჰემსა და გარი ნევილს შორის საოცარი კავშირი, რომელიც წლების განმავლობაში, მარჯვენა ფლანგიდან უცვლელად ატერორებდა მეტოქის დაცვას. ერთი სიტყვით, ბექჰემმა ერთ მატჩში იმაზე მეტი ზუსტი პასი გააკეთა, ვიდრე ეშლი იანგმა მთელ სეზონში. 26 მაისის შემდეგ, Twitter-ზე ბექჰემთან დაკავშირებით ყოველ წამს ახალი პოსტი იწერება - ფანები ბექჰემისადმი საქებარ სიტყვებს არ იშურებენ და ოლე გუნარ სოლსკიაერს მის გუნდში დაბრუნებას სთხოვენ.


"დევიდ ბექჰემს თავისუფლად შეუძლია, ჩვენი მარჯვენა ვინგერი იყოს"

"დევიდ ბექჰემს გოლი გააქვს და მას გამორჩეულად აღნიშნავს, სერ ალექს ფერგიუსონი კი იღიმება და გატანილ გოლს ზეიმობს - ზუსტად ისე, როგორც ადრე ხდებოდა!"

"დევიდ ბექჰემმა გოლის აღნიშვნისას უფრო მეტი ენერგია და გრძნობა გვაჩვენა, ვიდრე ყველა ფეხბურთელმა ერთად მთელ სეზონში"

"ბექჰემი უკეთესად აწვდის საჯარიმოში, ვიდრე ჩვენი ამჟამინდელი ფეხბურთელები"

"ბექჰემს შეუძლია, ჩვენს დღევანდელ გუნდს დაემატოს. არ ვხუმრობ, მას შეუძლია მარჯვენა ფლანგის სხვადასხვა პოზიციაზე თამაში და ეს ჩვენთვის დიდი პროგრესი იქნებოდა"

დაიმატე გუნდში ბექჰემი, ოლე! მისი პასი ნამდვილი ხელოვნებაა

სხვა სტატიები