Belive

მანჩესტერის საიტმა დროებით მწვრთნელად სოლსკიაერი გამოაცხადა - ინფორმაცია ვებგვერდიდან მალე გაქრა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში ეწერა, რომ ნორვეგიელი ფეხბურთელი და გუნდის ლეგენდა, ოლე გუნარ სოლსკიაერი გუნდის დროებით მწვრთნელად ინიშნებოდა, თუმცა ინფორმაცია საიტიდან მალევე გაქრა. სოლსკიაერი "წითელ ეშმაკებში" სერ ალექს ფერგიუსონის ხელმძღვანელობით თამაშობდა. მან 11 სეზონში 126 გოლის გატანა შეძლო. "მანჩესტერის" საიტზე, სადაც სოლსკიაერის ახალი პოსტის შესახებ ინფორმაცია იყო განთავსებული, ასევე ნორვეგიელის გამარჯვების გოლს იხსენებდნენ - შეგახსენებთ, რომ სოლსკიაერმა, რომელსაც "ბავშვისსახიან მკვლელს" უწოდებდნენ, მიუნხენის "ბაიერნს" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამარჯვების გოლი გაუტანა. საინტერესოა, რომ "მანჩესტერის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია თავად ნოვერგიის პერმიერ-მინისტრმა, ერნა სოლბერგმაც იხილა, რომელმაც სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა: "ნორვეგიული ფეხბურთისთვის უდიდესი დღეა. სოლსკიაერს წარმატებებს ვუსურვებ" - გასაკვირი არაა, რომ ნორვეგიის პირველი პირის პოსტიც მალევე წაიშალა.

ასევე იხილეთ: ჟოზე მოურინიო გაშვების შემდეგ მედიასთან პირველად გამოჩნდა

ასევე იხილეთ: Live.ge მანჩესტერის პრესცენტრს ესაუბრა – “ახალი მწვრთნელის ვინაობას მომდევნო კვირას გაიგებთ”

სხვა სტატიები