Belive

მანჩესტერის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ცნობილია

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედისთვის" 2018/19 წლების სეზონი სრულდება. "წითელი ეშმაკები" ინგლისის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩს 12 მაისს, "კარდიფთან" ჩაატარებენ. აღნიშნული შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი, "იუნაიტედი" მომავალ სეზონში ევროპა ლიგას საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება, თუ პირდაპირ ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზებს. მანჩესტერელთა ქომაგებმა ოფიციალურ გამოკითხვაში სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელეს. მიუხედავად იმისა, რომ "იუნაიტედმა" მიმდინარე პრემიერლიგაში ბოლო ტურამდე თავის ისტორიაში ყველაზე მეტი, 52 გოლი გაუშვა, ფანების რჩეული 23 წლის მარცხენა მცველი ლუკ შოუ გახდა. ინგლისელები ამას პარადოქსად მიიჩნევენ და ფიქრობენ, რომ ამდენი გოლის გაშვების მიუხედავად, საუკეთესო ფეხბურთელად მცველის დასახელება "იუნაიტედის" დღევანდელ მდგომარეობას ასახავს.

სხვა სტატიები