Belive

მანჩესტერისა და ლივერპულის შემტევი სამეულების საინტერესო სტატისტიკა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პრემიერლიგის 23-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში "ლივერპული" "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუპირისპირდება. 19 იანვარს, თბილისის დროით 20:30 საათზე, სრულიად საფეხბურთო სამყაროს ყურადღება "ენფილდ როუდზე" იქნება მიმართული - ისტორიული მტრების დაპირისპირების წინ, საკმაოდ საინტერესო სტატისტიკა გამოქვეყნდა. მერსისაიდული გრანდი ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება და პრემიერლიგას დამაჯერებლად უდგას სათავეში. ნაკლებად თუ ვინმე წარმოიდგენს, რომ მიმდინარე სეზონში "ლივერპული" პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტულს ვერ მოიპოვებს მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევ სამეულს "ლივერპულის" მომაკვდინებელ ტრიოსთან შედარებით უკეთესი სტატისტიკა აქვს. მარკუს რეშფორდმა, მეისონ გრინვუდმა და ანტონი მარსიალმა ყველა ტურნირზე 39 გოლის გატანა შეძლეს. სადიო მანეს, მოჰამედ სალაჰისა და რობერტო ფირმინოს ანგარიშზე 38 გოლია. აღსანიშნავია, რომ რეშფორდს, მარსიალსა და გრინვუდს საშუალოდ უფრო ნაკლები დრო სჭირდებათ გოლის გასატანად ვიდრე მანეს, სალაჰსა და ფირმინოს.
Untitled

სხვა სტატიები