Belive

მანჩესტერმა ჩელსის ვარსკვლავს დაუმიზნა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დასასრულს მიახლოვდა 2018/19 წლების საფეხბურთო სეზონი, პრემიერლიგაში ჩემპიონის ვინაობა ჯერ კიდევ არ გარკვეულა, ასევე დიდი ბრძოლაა პირველ ოთხეულში, თუმცა "ჰადერსფილდთან" ნათამაშები ფრის შემდეგ (1:1) "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგისათვის ბრძოლას ოფიციალურად გამოეთიშა. როგორც ჩანს ამასთან დაკავშირებით "წითელი ეშმაკების" მესვეურებმა მყისიერი რეაგირება მოახდინეს, მათ "ჩელსის" უმნიშვნელოვანეს ფიგურას ნგოლო კანტეს დაუმიზნეს, რომლის შესაძენადაც 80 მილიონი გირვანქა სტერლინგია გამოყოფილი. "ლურჯებისგან" აღნიშნულთან დაკავშირებით არანაირი განცხადება ამ ეტაპისათვის არ გავრცელებულა, არც თავად კანტე აკეთებს კომენტარს.  

სხვა სტატიები