მანჩესტერმა დე ხეას შემცვლელის ძებნა დაიწყო

ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდის “ატლეტიკოს” მეკარე, იან ობლაკი “მანჩესტერ იუნაიტედის” ინტერესთა სფეროში მოექცა.

როგორც ცნობილია, ინგლისელთა ამჟამინდელი კარის დარაჯი, დავიდ დე ხეა ხელფასის საგრძნობლად გაზრდას ითხოვს, “იუნაიტედის” ხელმძღვანელები კი უარზე არიან.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ 28 წლის ესპანელი მიმდინარე სეზონში ფორმაში ვერ არის და რამდენიმე უხეში შეცდომაც დაუშვა.

დე ხეას მანჩესტერულ კლუბთან კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულს ეწურება, თუმცა “იუნაიტედი” მის გაყიდვასა და იან ობლაკის შეძენას ახლა აპირებს.

შეგახსენებთ, რომ “წითელი ეშმაკები” დე ხეას “ატლეტიკოს” მეკარით ჩანაცვლებას 2017 წელსაც აპირებდნენ, თუმცა მაშინ “იუნაიტედმა” ესპანელი მადრიდის “რეალში” არ გაუშვა.

 

მანჩესტერმა დე ხეას შემცვლელის ძებნა დაიწყო

სტატიის ავტორი
-