Belive

მანჩესტერმა გრინვუდის მაისურისთვის ციფრები პსჟ-სგან ინათხოვრა (ფოტო)

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგაზე დიდებული დაპირისპირება გაიმართა. "მანჩესტერ იუნაიტედმა", რომელსაც 10 ფეხბურთელი აკლდა, ბოლო წუთზე გატანილი პენალტით 3:1 დაამარცხა "პსჟ" და 1/4 ფინალში გავიდა. აღსანიშნავია, რომ ტრავმების ეპიდემიის გამო სოლსკიაერს 19 და 17 წლის ბიჭების გამოყვანა მოუწია მოედანზე. სოციალურ ქსელში თამაშის შემდეგ გავრცელდა ფოტო, სადაც ჩანს, რომ 17 წლის მეისონ გრინვუდის მაისური "პსჟ"-ს მაისურის ციფრებითაა დამზადებული. როგორც ჩანს, მანჩესტერელთა სკოლის მოსწავლე ფეხბურთელის თამაში "იუნაიტედისთვისაც" კი მოულოდნელი იყო.

 

სხვა სტატიები