Belive

მანჩესტერმა ლაციოს ფეხბურთელისთვის 80 მილიონი გაამზადა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედი" მზად არის "ლაციოს" ნახევარმცველის, სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის შესაძენად. "წითელმა ეშმაკებმა" სერბი ფეხბურთელისთვის 80 მილიონი ევრო გაამზადეს. ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მანჩესტერ იუნაიტედი" შესაძლოა გუნდის ლიდერმა, პოლ პოგბამ დატოვოს. მილინკოვიჩ-სავიჩი კი სწორედ მის შემცვლელად მოიაზრება. 24 წლის მილინკოვიჩ-სავიჩის კარიერა 2013 წელს "ვოივოდინაში" დაიწყო. სერბულ კლუბში მან 16 თამაში ჩაატარა და 4 ბურთი გაიტანა. 2014-15 წლებში "გენკის" ღირსებას იცავდა. ბელგიური გუნდის მაისური მან 24-ჯერ მოირგო და 5-ჯერ გამოიჩინა თავი. 2015 წლიდან კი "ლაციოს" ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა. რომაულ გუნდში უკვე მოასწრო 163 მატჩის ჩატარება და 31 ბურთის გატანა.

სხვა სტატიები