Belive

მანჩესტერმა ლივერპულს ჩემპიონთა ლიგის საგზური აჩუქა 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ლივერპული" ევროპაში პირველი კლუბი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სეზონის საგზური უკვე მოიპოვა. თანაც ეს მაშინ, როცა მიმდინარე გათამაშებაში ფლეი-ოფებიც კი არ დაწყებულა. ჩემპიონთა ლიგაში ადგილის მოპოვებას მერსისაიდელები მათ პრინციპულ მეტოქე "მანჩესტერ იუნაიტედს" უნდა უმადლოდნენ. "წითელი ეშმაკების" მიერ ლონდონის "ჩელსის" დამარცხების შემდეგ, "ლივერპულმა" ოთხეულში ადგილი გაინაღდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონატის დასრულებამდე კიდევ 12 ტურია დარჩენილი, იურგენ კლოპის გუნდი მეხუთე ადგილზე მყოფ "ტოტენჰემს" 36 ქულით უსწრებს და ოთხეულიდან გამოვარდნა არ ემუქრება. თუმცა, თუ უეფამ "მანჩესტერ სიტის" დისკვალიფიკაცია ძალაში დატოვა, ჩემპიონთა ლიგაში მოსახვედრად მეხუთე ადგილიც კი საკმარისი იქნება. "ლივერპულს" ამჟამად 76 ქულა აქვს და უახლოეს მდევარ "ქალაქელებს" 25 ქულით უსწრებს, შემდეგ ტურში "წითლები" "ვესტ ჰემს" დაუპირისპირდებიან.

სხვა სტატიები