Belive

მანჩესტერმა პარიზელებთან განაცხადში სკოლის მოსწავლე შეიყვანა!

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"მანჩესტერ იუნატედი" პარიზში ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ტრავმის გამო 10 ფეხბურთელის გარეშე გაემგზავრა, ამიტომ სოლსკიაერს 17 წლის თინეიჯერის, მეისონ გრინვუდის, შემადგენლობაში დასახელება მოუწია. ბრენდონ უილიამსი, ჯეიმს გარნერი, ანხელ გომესი და ტაჰიტ ჩონგი ასევე არიან შემადგენლობაში დასახელებული. ამ ახალგაზრდა ფეხბურთელებით ეცდება მანჩესტერი ორბურთიანი დეფიციტის აღმოფხვრას პარიზელებთან. პრესაში კი, გრინვუდთან დაკავშირებით ძალიან სახალისო ფაქტი ვრცელდება, რომელიც სოციალურ ქსელში აიტაცეს. მან შესაძლოა ოთხშაბათს "პსჟ"-სთან ითამაშოს, ხოლო პარასკევს ის სკოლაში უნდა გამოცხადდეს გაკვეთილებზე. "THE TIMES"-ის ცნობით, გრინვუდი უნდა დაბრუნდეს ეშტონში "Mersey"-ის სკოლაში, რომელშიც აკადემიაში ვარჯიშთან ერთად თინეიჯერი მოთამაშე პარალელურად სწავლობს.  

"წარმოიდგინეთ სცენა. შესვენებაში ანგარიში 1-1-ია. გრინვუდი ცვლის ლუკაკუს, გააქვს გოლი და მატჩი მთავრდება 3-1 და პარასკევს ჯეისონი სკოლაში მიდის", - ხუმრობენ ტვიტერში.

სხვა სტატიები