Belive

მანჩესტერმა ყატარზე უარი თქვა 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ყატარში შეკრებაზე გამგზავრებაზე უარი თქვა. ოლე გუნარ სოლსკიაერის ცნობით, ეს ახლო აღმოსავლეთში არსებული მძიმე პოლიტიკური სიტუაციის ბრალია. "ჩემს ფეხბურთელებს დასვნებისთვის რამდენიმე დღე ექნებათ. არ ვიცი, სად გაატარებენ ისინი ამ დროს, მაგრამ ევროპის ფარგლებს ნამდვილად არ გასცდებიან. არსებობს საკითხები, რომლებიც ფეხბურთზე მეტად გვაღელვებს. გვინდოდა აზიაში წავსულიყავით, მაგრამ ეს აღარ მოხდება... სეზონის შუაში დასვენება ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია, წინ კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი შეხვედრა გველის",-თქვა ნორვეგიელმა სპეციალისტმა. "წითელი ეშმაკები" 22 ტურის შემდეგ 34 ქულით პრემიერლიგაში მეხუთე ადგილზე არიან.

სხვა სტატიები