Belive

მანჩესტერს 2013 წელს ბეილისთვის თვითმფრინავი ჰქონდა გამზადებული

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
2013 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "მანჩესტერ იუნაიტედი" გარეთ ბეილის გაფორმებასთან იყო ახლოს. აღნიშნული ინფორმაცია ინგლისურ მედიაში "წითელი ეშმაკების" მაშინდელმა თავკაცმა, დევიდ მოიესმა დაადასტურა. "სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე ვფიქრობდით, რომ ბეილის გაფორმების შანსი გვქონდა. იმედი გვქონდა, რომ უელსელს "რეალში" გადასვლას გადავაფიქრებინებდით. გუნდმა გარეთს თანხაც შესთავაზა და მის ჩამოსაყვანად თვითმფრინავიც ჰქონდა გამზადებული," - თქვა დევიდ მოიესმა.

სხვა სტატიები