Belive

მანჩესტერს ახალი კაპიტანი ჰყავს - იანგის ტრანსფერი რეალურია 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ოლე გუნარ სოლსკიაერმა ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, ეშლი იანგის მილანის "ინტერში" გადასვლის საკითხი რეალური გახადა. "მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტნის სამკლაური ინგლისელ მარცხენა მცველს ჩამოერთვა და ის მის თანამემამულე ჰარი მაგუაიერს გადაეცა. ამიერიდან, ინგლისის ნაკრების ცენტრალური მცველი "წითელი ეშმაკების" პირველი კაპიტანი იქნება. პრემიერლიგის ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა მაგუაიერი 2019 წლის ზაფხულში, "ლესტერიდან" მცველისთვის სარეკორდო ფას 87 მილიონ ევროდ შეიძინა. რაც შეეხება იანგს, 34 წლის ფეხბურთელი "იუნაიტედში" 2011 წლიდან თამაშობს და მას შემდეგ ქვეყნის შიგნით ყველა შესაძლო ტიტულისა და ევროპის ლიგის მოგება მოახერხა.

სხვა სტატიები