Belive

მანჩესტერში ბუნტია!

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გავლენიანი გამოცემა ESPN სანდო წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" სერიოზული განხეთქილებაა, რამდენიმე ფეხბურთელი უკმაყოფილოა ჟოზე მოურინიოს მეთოდებით და მისი სათამაშო ტაქტიკით, პოლ პოგბასთვის ვიცე-კაპიტნობის ჩამორთმევა კი საბოლოო წვეთი აღმოჩნდა. წყარო იტყობინება, რომ პორტუგალიელმა სპეციალისტმა დაკარგა გასახდელში ატმოსფეროს მართვის შესაძლებლობა და ცალკეულ ფეხბურთელებთან კონფლიქტები აქვს, რაც საერთო სურათზე მოქმედებს და "წითელი ეშმაკებიც" მოედანზე არადამაჯერებლად გამოიყურებიან. შეგახსენებთ რომ გუშინ, ინგლისის 20-გზის ჩემპიონები ქვედა დივიზიონის "დერბისთან" Carabao-ს თასის ეგიდით გამართულ მატჩში, პენალტების სერიაში დამარცხდნენ და გათამაშების მიღმა დარჩნენ.

სხვა სტატიები