Belive

მანჩესტერში, რონალდუს მძღოლი ახალი ბენტლისთვის საწვავის ჩასხმას უშედეგოდ ცდილობდა 

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
The Sun-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელის, კრიშტიანუ რონალდუს მძღოლმა, ბენზინგასამართ სადგურზე 7 საათი გაატარა, მაგრამ სუპერვარსკვლავის ახალი სუპერ ავტომობილისთვის საწვავის ჩასხმა მაინც ვერ შეძლო. პორტუგალიელ ფორვარდს Bentley Flying Spur-ის მარკის, ახალი ავტომანქანა ჰყავს, რომლის ღირებულება დაახლოებით 300 000 ევროა, თუმცა მისი საწვავით ავსება ვერ მოხერხდა. 36 წლის ფეხბურთელის მძღოლი და პირადი მცველი ავზის შესავსებად სადგურზე შუადღეს, 14:00 საათისთვის მივიდნენ, მაგრამ იქ გაჩერება შემდეგ 7 საათის განმავლობაში მოუწიათ, რადგანაც მათ იქ საკმარისი საწვავი არ დახვდათ. მიუხედავად დროის ფუჭად ხარჯვისა, საბოლოოდ, რონალდუს ავტომობილის ბენზინით მომარაგება მაინც ვერ მოხერხდა, რისი მიზეზიც ის გახლავთ, რომ ბრიტანეთში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით პრობლემებია. 5 ოქროს ბურთის და ამდენივე ჩემპიონთა ლიგის მომგები ფეხბურთელი მიმდინარე წლის ზაფხულში ტურინის "იუვენტუსიდან" 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნდა და 6 შეხვედრაში 5 გოლის გატანა მოახერხა.

სხვა სტატიები