Belive

მანჩესტერში რთული პერიოდისას ლინგარდი ალკოჰოლს აქტიურად იღებდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ნოტინგემ ფორესტისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ნახევარმცველი ჯესი ლინგარდი ამბობს, რომ "წითელ ეშმაკებში" ყოფნის დროს, ტკივილის გასაქარწყლებლად, ხშირად სვამდა.

"რაღაც მჭირდებოდა რაც ტკივილს დამავიწყებდა და რამენაირად დამამშვიდებდა. ძილის წინ ვსვამდი იმისთვის, რომ ჩამძინებოდა. ახლა ვფიქრობ, რატომ ვაკეთებდი ამ ყველაფერს? ვცდილობდი ყველაფერი დამევიწყებინა, თუმცა, ეს სიტუაციას უფრო აუარესებდა." - განაცხადა ჯესიმ ერთ-ერთ პოდკასტში.

ლინგარდი "მანჩესტერ იუნაიტედს" 7 წლის წინ შეუერთდა და მისი იქ ასპარეზობის პერიოდში 230 მატჩიც ჩაატარა. მის ბოლო სეზონში ფეხბურთელმა მხოლოდ 22 მატჩი ჩაატარა და "წითელი ეშმაკების" ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა უფრო და უფრო უჭირდა. როგორც ჩანს, ეს ყველაფერი მისთვის საკმაოდ სტრესული იყო.

საბოლოოდ, ჯესი ლინგარდმა "იუნაიტედი" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და ახლა "ნოტინგემის" ღირსებას იცავს.

სხვა სტატიები