Belive

"მანჩესტერთან დაპირისპირება ჩვენთვის წლის მთავარი შეხვედრა არ არის"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ლივერპულის" ცენტრალურმა მცველმა, ვირჯილ ვან დაიკმა, "მანჩესტერ იუნაიტედთან" შეხვედრამდე განცხადება გააკეთა. "წინ დიდი თამაში გველოდება, თუმცა მას ჩვენი გულშემატკივრები უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. ჩემი აზრით, ჩემპიონთა ლიგის თითოეულ მატჩს ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორც "მანჩესტერთან" შეხვედრას. შეხვედრის წინ, ისეთი გარემოა შემქნილი, რომ თითქოს ეს სეზონის მთავარი ბრძოლაა, რასაც საერთოდ არ ვეთანხმები. მთავარია ის მატჩები, რომლებიც ჩემპიონთა ლიგაზე მიმდინარეობს და ასევე, რომლებიც გუნდს პრემიერ ლიგის ტიტულს მოუტანს," განაცხადა ვან დაიკმა Sky Sports-თან საუბრისას. შეგახსენებთ, რომ 20 ოქტომბერს, "მანჩესტერ იუნაიტედი" "ლივერპულს" დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 19:30-ზე დაიწყება.

სხვა სტატიები