Belive

მანჩინი: "ბავშვობის მეგობარი დავკარგე, კუბოებით დატვირთული მანქანების ხილვა საშინელებაა"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიო მოიცვა. შეჩერდა სპორტული თუ კულტურული ღონისძიებების აბსოლუტური უმრავლესობა. თუმცა, ყველაზე დიდი დარტყმა ჩინეთიდან გავრცელებულმა COVID19-მა ევროპაში იტალიას მიაყენა. აპენინზე უმძაფრესია როგორც ყოველდღიურად დაინფიცირებული, ისე გარდაცვლილი ადამიანების რიცხვი. ამჟამად ევროპის კულტურულ ცენტრში უკვე 5476 ადამიანი დაიღუპა. მდგომარეობით შეშფოთებულია "სკუადრა აძურას" მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინიც, რომლის თქმითაც, კორონავირუსმა მას ბავშვობის მეგობარი წაართვა. "ჩემი დისგან შევიტყვე, რომ ბავშვობის მეგობარი გარდამეცვალა, ჩვენ ერთად ვთამაშობდით ფეხბურთს ეზოში. ის საქველმოქმედო ორგანიზაციაში მუშაობდა. მართალია ისინი უსაფრთხოდ არიან, მაგრამ ჯეზაში მყოფ ჩემს მშობლებზე მაინც ვღელავ. ძალიან მძიმეა იმაზე ფიქრი, რომ ადამიანები არასაკმარისი სამკურნალო ადგილების გამო იღუპებიან. იმის ხილვა კი საშინელებაა, როცა ბერგამოდან კუბოებით დატვირთული სამხედრო მანქანები გაჰყავთ. ყველაფრის მიუხედავად იტალიის დატოვებას არ ვაპირებ",-თქვა 55 წლის სპეციალისტმა.

სხვა სტატიები