Belive

მანჩინი: ,,გერმანია და ინგლისი ევროპის უძლიერესი ნაკრებებია''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ, გერმანიასთან გასამართ მატჩზე ისაუბრა:
,,ამ მომენტისთვის გერმანია და ინგლისი ევროპის ორი უძლიერესი ნაკრებია. მათ შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავთ.  ჩვენი შემადგენლობა ძალიან შეიცვალა, ამიტომ ბევრს ვრისკავთ. ჩემი აზრით, გერმანია, ბრაზილიასთან, საფრანგეთთან და არგენტინასთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი ფავორიტია. მათ აქვთ ტექნიკა, სწრაფი კონტრშეტევები და მაღალი პრესინგი. ეს ნაკრები 100%-ით მომწიფებულია,'' - მანჩინის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი ციტირებს.
იტალიის ნაკრები ერთა ლიგის პირველ შეხვედრას დღეს, გერმანიის წინააღმდეგ საკუთარ მოედანზე გამართავს. 7-ში კი მანჩინის გუნდი უნგრეთს უმასპინძლებს.

სხვა სტატიები