Belive

მანჩინი იტალიის ნაკრების რეკორდსმენია 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რობერტო მაჩინიმ, რომელმაც შთამბეჭდავი ფორმაციის იტალიის ნაკრები დააყენა, "სკუადრა აძურა" ევროპის ჩემპიონატზე ხომ დააბრუნა და შესარჩევ ეტაპზე საუკეთესო გუნდის მწვრთნელიც გახდა. იტალიის ეროვნულმა გუნდმა 10-დან 10 მატჩი მოიგო, ყველაზე მეტი 30 ქულა დააგროვა და გატანილ/გაშვებული ბურთების საუკეთესო მაჩვენებელიც დააფიქსირა - 37:4. ეს ყველაფერი არ არის, სომხეთის ნაკრებთან გამანადგურებელი ანგარიშით (9:1) მოგების შემდეგ, მანჩინი იტალიის ნაკრების ისტორიაში პირველი მწვრთნელი გახდა, რომელმაც მიჯრით 11 შეხვედრა მოიგო. აქამდე რეკორდი ვიტორიო პოზოს ეკუთვნოდა, რომელმაც 1938 წელს იტალია მსოფლიო ჩემპიონი გახადა და ზედიზედ 9 მატჩის მოგება მოახერხა.

სხვა სტატიები