Belive

მანჩინი: ,,უცნაური იქნება თუ ჟორჟინიო ოქროს ბურთს ვერ მოიგებს''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რობერტო მანჩინი მიიჩნევს, რომ ,,ოქროს ბურთის'' მფლობელი ,,სკუადრა აძურასა'' და ლონდონის ,,ჩელსის'' ნახევარმცველი, ჟორჟინიო უნდა გახდეს:
,,ჩემი ფეხბურთელები ,,ოქროს ბურთის'' ნომინანტთა სიაში იმიტომ მოხვდნენ, რომ კარგები არიან და არა - ჩემ გამო... ჩემი აზრით, ჯილდო ჟორჟინიომ უნდა მიიღოს. მან ყველაფერი მოიგო და ეს დაიმსახურა. უცნაური იქნება თუ ,,ოქროს ბურთი'' მას არ გადაეცემა,'' - მანჩინის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი ციტირებს.
,,ოქროს ბურთისთვის'' ბრძოლაში 30 ფინალისტს შორის იტალიის ეროვნული ნაკრების 5 ფეხბურთელი (ჟორჟინიო, ჯანლუიჯი დონარუმა, ჯორჯო კიელინი, ლეონარდო ბონუჩი და ნიკოლო ბარელა) მოხვდა. ჟორჟინიომ 2021 წელს ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ჩემპიონატის მოგება შეძლო.

სხვა სტატიები