Belive

მანჩინიმ იტალიელებს ემოციური სიტყვებით მიმართა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალია კორონავირუსს ებრძვის - შეიძლება ითქვას, რომ COVID-19 ყველაზე მძიმე ფორმით იტალიაში მძვინვარებს. უკანასკნელი ცნობების თანახმად, იტალიაში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი 74.386-ს შეადგენს. ვირუსის შედეგად 7503 იტალიელი დაიღუპა. რობერტო მანჩინიმ იტალიელ ხალხს ემოციური სიტყვებით მიმართა: "იტალიის დატოვებას არ ვფიქრობ. თავს დაცულად ვგრძნობ და სრულ ნდობას ვუცხადებ ჩვენს ექიმებს, რომლებიც გმირულ სამუშაოს ასრულებენ ჩვენი უსაფრთხოებისთვის. მსურს ახლოს ვიყო გასაჭირში მყოფ ადამიანებთან." "მოუთმენლად ველი მომენტს, როდესაც მომავალ წელს, ევროპის ჩემპიონატზე ყველა ერთად შევასრულებთ იტალიის ჰიმნს. ეს იქნება წარმოუდგენლად დიდი გრძნობა."

სხვა სტატიები