Belive

მანძუკიჩი იუვენტუსში 2021 წლამდე დარჩება

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ტურინის "იუვენტუსის" შემტევი, მარიო მანძუკიჩი ოფიციალურად გუნდში 2021 წლამდე ითამაშებს. ხორვატმა ფეხბურთელმა 2 წლიან კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა. მარიო მანძუკიჩი "იუვენტუსში" 2015 წლიდან თამაშობს. იტალიის ჩემპიონის შემადგენლობაში ის "ატლეტიკოდან" გადავიდა. "ბებერი ქალბატონის" შემადგენლობაში მანძუკიჩს 158 მატჩი აქვს ჩატარებული და 43 ბურთი აქვს გატანილი. მანძუკიჩს "იუვენტუსთან" ერთად "სერია ა" 3-ჯერ აქვს მოგებული. მეოთხედ ის სეზონის ბოლოსაც მოიგებს, რადგან სხვაობა მეორეადგილოსან "ნაპოლისთან" 18 ქულაა და მხოლოდ 8 ტურია დარჩენილი. იტალიის თასი მან 3-ჯერ მოიგო, ხოლო სუპერ თასი ერთხელ.

სხვა სტატიები