Belive

მანჯუკიჩის უარი გრანდის მიერ შეთავაზებულ კონტრაქტს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გავლენიან უცხოურ მედიაგამოცემებში მარიო მანჯუკიჩის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ის "პსჟ"-ს წევრი გახდებოდა, თუმცა ფეხბურთელმა პარიზელების შემოთავაზებული კონტრაქტი თავად უარჰყო და 2020 წლის იანვრამდე ტურინელების ღირსებას დაიცავს. SkySports.com, goal.com და სხვა უცხოური გამოცემები იუწყებიან, რომ მანჯუკიჩმა "პარკ დე პრენსზე" თამაში თავად არ მოისურვა. ედინსონ კავანის ტრავმისა და ნეიმართან დაკავშირებული სატრანსფერო საგას შედეგად, მანჯუკიჩი "პარი სენ-ჟერმენის" მთავარი სამიზნე გახდა. 33 წლის ფეხბურთელს "იუვენტუსთან" კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს. ტურინულ გუნდთან მან კონტრაქტი მიმდინარე წლის აპრილში გაახანგრძლივა.

სხვა სტატიები