Belive

მანე: „ჩემი მშობლები თვლიდნენ, რომ ფეხბურთის თამაში დროის ფლანგვა იყო“

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლივერპულის შემტევი, სადიო მანე ამბობს, რომ მისი მშობლები ფეხბურთის თამაშს დროის ფლანგვად მიიჩნევდნენ. „დიახ, ისინი ამბობდნენ, რომ ფეხბურთის თამაშის ნაცვლად სხვა რამით უნდა დავკავებულიყავი, სანამ პირველ პროფესიონალურ კონტრაქტს ხელი არ მოვაწერე“, ამბობს 26 წლის ფეხბურთელი. მშობლების სურვილით, სადიო მანე არა ფეხბურთელი, არამედ მასწავლებელი უნდა ყოფილიყო. „დავიბადე ისეთ სოფელში, სადაც არცერთ პროფესიონალი ფეხბურთელს არ უცხოვრია. მათ უნდოდათ რომ მასწავლებელი ვყოფილიყავი, მაგრამ ყოველთვის ვიმეორებდი, რომ ფეხბურთელობა ერთადერთი პროფესია იყო, რომლითაც ჩემი მშობლების დახმარებას შევძლებდი“, - ამბობს იგი Bleacher-თან საუბრისას. მანემ პირველი პროფესიონალური კონტრაქტი 2011 წელს, ფრანგულ „მეცთან“ გააფორმა, რასაც „ზალცბურგი,“ „საუთჰემპტონი“ და „ლივერპული“ მოჰყვა. დღეს მანე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ტრიოს (მანე-სალაჰი-ფირმინო) წევრია და მისი სატრანსფერო ღირებულება 70 მილიონ ევროს შეადგენს. „ჩემი მშობლები თვლიდნენ, რომ ეს შეუძლებელი იყო, მაგრამ მე მიზნად ოცნებების რეალობად ქცევა მქონდა დასახული. დღეს ისინი ჩემით ამაყობენ“, აღნიშნა მანემ. მიმდინარე სეზონში სადიო მანემ პრემიერლიგაში 4 მატჩი ჩაატარა და 4 გოლის გატანა შეძლო.

სხვა სტატიები