Belive

მანე: "რაში მჭირდება 10 ფერარი, როდესაც შემიძლია გაჭირვებულებს დავეხმარო"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მერსისაიდული გრანდის სენეგალელმა ვარსკვლავმა საკმაოდ ემოციური განცხადება გააკეთა. სადიო მანეს მტკიცებით, მას არ სჭირდება 10 ფერარი, 20 ძვირადღირებული საათი და 2 თვითმფრინავი. მანე მიიჩნევს, რომ ძვირადღირებული ნივთების შეძენის ნაცვლად, უმჯობესია გაჭირვებულებს დაეხმაროს. "რაში მჭირდება 10 ფერარი, ბრილიანტის 20 საათი ან 2 თვითმფრინაცი. რა სარგებელი შეიძლება მოგვიტანოს ამ ნივთებმა მე და მსოფლიოს?" "ხშირად მშიერი ვიყავი და გაუსაძლისი შრომაც მიწევდა. საკმაოდ რთული დღეები გადავიტანე - შესაბამისი განათლებაც არ მიმიღია და ბევრი რამ დამაკლდა. დღეისათვის, ფეხბურთმა მომცა ყველაფერი იმისათვის, რომ სხვას დავეხმარო." "ავაშენე სკოლები და სტადიონი. უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს ტანსაცმელს, ფეხსაცმელსა და საჭმელს ვაწვდით. დამატებით, სენეგალის ერთ-ერთ რეგიონში ყველაზე გაჭირვებულ მოსახლეობას ყოველთვიურად 70 ევროს ვაძლევ." "არ მჭირდება ძვირადღირებული ავტომობილები, მდიდრული სახლები, მოგზაურობები და თვითმფრინავები - მირჩევნია ჩემი შემოსავლის გარკვეული ნაწილი გაჭირვებულებს გავუზიარო", - აღნიშნა სადიო მანემ.

სხვა სტატიები