Belive

მანე: ,,როცა მე ვთამაშობ, სენეგალში არავინ მუშაობს''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მიუნხენის ,,ბაიერნის'' ახალწვეულმა, სადიო მანემ, გერმანული გუნდის ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში, განმარტა თუ როგორი პოპულარობით სარგებლობს სამშობლოში:
,,როცა მე ვთამაშობ, იმ დღეს სენეგალში არავინ მუშაობს. ეს დღესასწაულს ჰგავს. ტელევიზორში ყველა მე მიყურებს. ახლა, ბაიერნის მატჩების დროს, სენეგალში მუშაობას ყველა შეწყვეტს. ამ მომენტისთვის ჩემი მთავარი ოცნება ბაიერნთან ერთად ყველა ტიტულის მოგებაა. ეს სწორედ ის არის, რაც ყველაზე მეტად მინდა,'' - განაცხადა მანემ.
მანე ,,ლივერპულში” 2016 წლიდან თამაშობდა. გასულ სეზონში 30 წლის ფეხბურთელმა ინგლისური გუნდის მაისურით ჩატარებულ 51 შეხვედრაში 23 გოლი გაიტანა და 5 ასისტი მიითვალა. 22 ივნისს ,,ბაიერნმა” ოფიციალურად დაადასტურა, რომ სენეგალელმა მიუნხენურ გრანდთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

სხვა სტატიები