მანე: “შეიძლება მომდევნო წელს ოქროს ბურთი მოვიგო”

ფრანგულმა L`Equipe-მა “ლივერპულის” შემტევის, სადიო მანეს ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც იგი ოქროს ბურთთან დაკავშირებით საუბრობს.

“ძალიან მინდა რომ ცერემონიას ვესწრებოდე, თუმცა “ლივერპულის” კალენდარი ამის საშუალებას არ მაძლევს – ჩვენ ოთხშაბათს თამაში გვაქვს. ვულოცავ გამარჯვებულს. ვეცდები, რომ მომდევნო წელს “ოქროს ბურთი” მე მოვიგო, მომდევნო შეხვედრამდე,” აღნიშნა სენეგალელმა ფეხბურთელმა.

შეგახსენებთ, რომ ოქროს ბურთის ნომინაციაში სადიო მანემ 347 ქულა დააგროვა. არგენტინელმა ლიონელ მესიმ კარიერაში მე-6 ოქროს ბურთი მოიგო. მან 686 ქულა მოაგროვა და ვირჯილ ვან დაიკს სულ რაღაც 7 ქულით გაუსწრო.

 

(30)

მანე: “შეიძლება მომდევნო წელს ოქროს ბურთი მოვიგო”

სტატიის ავტორი
-