Belive

მანე: ,,რა თქმა უნდა, ძალიან უცნაურია, რომ 6 წლის შემდეგ ლივერპულის ფეხბურთელი აღარ ვარ''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მიუნხენის ,,ბაიერნის'' ახალწვეულმა, სადიო მანემ, ,,ლივერპულის'' დატოვებაზე ისაუბრა:
,,ის ფაქტი, რომ 6 წლის შემდეგ ლივერპულის ფეხბურთელი აღარ ვარ, რა თქმა უნდა, ძალიან, ძალიან უცნაურია. თუმცა, რასაკვირველია, ეს დრო მშვენივრად გავატარე. ამ გუნდში ვარჯიში და თამაში, განსაკუთრებით ,,ენფილდზე'', საოცარი გულშემატკივრების წინაშე, პირველივე დღიდან მსიამოვნებდა. ახლა ეს ყველაფერი დასრულდა, მეტი რა შეიძლება ითქვას?'' - განაცხადა მანემ.
მანე ,,ლივერპულში” 2016 წლიდან თამაშობდა. გასულ სეზონში 30 წლის ფეხბურთელმა ინგლისური გუნდის მაისურით ჩატარებულ 51 შეხვედრაში 23 გოლი გაიტანა და 5 ასისტი მიითვალა. დღეს ,,ბაიერნმა'' ოფიციალურად დაადასტურა, რომ სენეგალელმა მიუნხენურ გრანდთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

სხვა სტატიები