მანეს კორონავირუსი დაუდგინდა

“ლივერპულის” შემტევი გუნდში მეორე მოთამაშეა, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა.

კორონავირუსის გამო სადიო მანე პრემიერ ლიგის მე-4 ტურის “ასტონ ვილასთნ” 4 ოქტომბერს გასამართ შეხვედრას გამოტოვებს.

კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხის შემდეგ სენეგალელი შემტევი თვითიზოლაციაში იმყოფება.

კლუბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მანეს ვირუსის უმნიშვნელო სიმპტომები აქვს და თავს კარგად გრძნობს.

კორონავირუსის გამო ლივერპულის უკვე 2 ფეხბურთელი იმყოფება თვითიზოლაციაში – ტიაგო ალკანტარა, რომელსაც ახლა უკვე სადიო მანეც შეურთდა.

კლუბის განცხადებით, “ლივერპული” ყველა აუცილებელ პირობას იცავდა კორონავირუსისგან თავდასაცავად, სწორედ ამიტომ ვირუსის ახალი შემთხვევა დაფიქრების მიზეზს იძლევა, რადგან შესაძლოა კორონავირუსის საფრთხის ქვეშ სხვა ფეხბურთელებიც აღმოჩდნენ.

(28)

მანეს კორონავირუსი დაუდგინდა

სტატიის ავტორი
-